საგადასახადო
გადამხდელი
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
სასაქონლო ზედნადები
Privé-პირადი საგადასახადო მრჩეველი
უბნის საგადასახადო ოფიცერი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა
საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი
სათამაშო ბიზნესის ნებართვები
საერთაშორისო ფინანსური კომპანია
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი
ალტერნატიული აუდიტი
მედიაცია
სახაზინო კოდები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური
საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო დავის წარმოება
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები
წინასწარი გადაწყვეტილება
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელები
GPRS სალარო აპარატი
გადასახადები
საბაჟო
ბროშურები
ხშირად დასმული კითხვები
ბმულები

მედიაცია

მედიაცია შემოსავლების სამსახურში
რას გულისხმობს მედიაცია შემოსავლების სამსახურში?

მედიაცია წარმოადგენს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას რომლითაც იქმნება შესაძლებლობა გადაწყდეს სადავო საკითხები მანამდე ვიდრე შედგენილი იქნება შემოწმების აქტი და გამოიცემა საგადასახადო მოთხოვნა;

რომელი ორგანოში მიმდინარეობს მედიაციის პროცესი?

მედიაციის პროცესი 2 ეტაპიანია:

  • პირველ ეტაპზე მედიაცია წარიმართება უშუალოდ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულში - აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე.
  • მეორე ეტაპზე მედიაცია წარიმართება შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე.
რა არის მედიაციის დაწყების საფუძველი?

მედიაციის დაწყების საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის წერილობითი პრეტენზიის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა.

შესაძლებელია თუ არა მედიაცია ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში?

მედიაციის მიზნებისათვის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტი განიხილება შემოწმების აქტის პროექტად და მასთან დაკავშირებით შესაძლებელია მედიაცია საერთო წესების შესაბამისად.

როდის შეიძლება საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა?

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა შესაძლებელია შემოწმების აქტის პროექტის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

როგორ ხდება მედიაციის შემოსავლების სამსახურში გაგრძელება?
  • აუდიტის დეპარტამენტში არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მედიაცია შესაძლებელია გაგრძელდეს შემოსავლების სამსახურში პრეტენზიის შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით.
  • პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში
რა შედეგი მოყვება მედიაციის პროცესში გადამხდელის პრეტენზიის გაზიარებას?

მედიაციის პროცესში გადამხდელის პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში მედიაციის საბჭო იძლევა რეკომენდაციას შემოწმების აქტის პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით. მედიაციის საბჭოს რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულოა.

მედიაციის შედეგად გადამხდელისათვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადამხდელმა რა გზით შეიძლება დაიცვას საკუთარი უფლებები?

მედიაციის დასრულების შემდეგ საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით დგება საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც საჩივრდება მის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.