ოქროს სია
ვინ არის ,,ოქროს სიის’’ მონაწილე?
„ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.
ვის შეიძლება მიენიჭოს ,,ოქროს სიის’’ მონაწილის სტატუსი?
შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს პირს თუ:
-
მის მიერ ერთი წლის განმავლობაში იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებაა არანაკლებ 5,0 მლნ ლარი.
-
გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობა – არანაკლებ 900 000 ლარია, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი აქვს არანაკლებ 100 სასაქონლო დეკლარაცია.
-
ბოლო 6 თვის განმავლობაში არა აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის.
-
რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
რა გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს ,,ოქროს სიის’’ მონაწილე?
-
„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონელი შესაძლებელია გაშვებული იქნეს საზღვრიდან ან აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდეს მის საწყობში.
-
იმპორტირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა შესაძლებელია საქონლის გაშვებიდან 30 კალენდარულ დღეში.
-
დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.