ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2014

ვადები

საქონლის შემოტანისას რა ვადაში უნდა მოხდეს საზღვარზე დოკუმენტების წარდგენა?
  • 1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო  დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
  •  
  • 2.თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას.
  • 3.დეკლარანტის მიერ ზემოაღნიშნულ ვადებში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით.
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
  • სატვირთო ავტომობილით საქონლის შემოტანისას ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
  •  
  • სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
  • 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 45 კალენდარული დღით. 
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. 

 

შენიშვნა:

✔ ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში, გამოცხადების 45 დღიან ვადას დაემატება დროებით შენახვის ვადა;

✔ მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების 45 დღიანი ვადა შესაძლებელია გაიზარდოს არა უმეტეს 90 დღემდე, ამასთან, საფასური შეადგენს:

- ვადის არა უმეტეს 5 კალენდარული დღით გაგრძელებისას – დღეში 20 ლარს;

- ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გაგრძელებისას – 100 ლარს + ყოველ დღეზე 5 ლარი.

რა ვადაში უნდა განხორციელდეს საქონლის დეკლარირება?
    ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში;
    ✔ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა, ან გაზარდოს 60 დღით;
    ✔ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (ასევე მისაბმელისა და ნახევრადმისაბმელის) დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.     ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 45 კალენდარული დღით. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა;
    ✔ უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს             შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში;
    ✔ სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში;
    ✔ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის    ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
     

     


    ✔უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა    ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში;
    ✔სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში;
    ✔საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30  კალენდარული დღისა.
რა ვადაში ხდება იმპორტის გადასახდელების გადახდა?

      ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
      ბ) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე;
      გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას; 
      დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა:
      დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;
      დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე).
      ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15  კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა).