ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 თებერვალი 2014

პროცედურები

საბაჟო გამშვებ პუნქტში მოწმდება:
  • მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობა
  • საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ნაწილზე დაედება დამატებითი ლუქი.
ლუქის დაზიანების შემთხვევაში:
  • სატრანსპორტო საშუალების გაშვება მოხდება დათვალიერების შედეგების მიხედვით;
  • ადგილზე დათვალიერების შეუძლებლობისას, სატრანსპორტო საშუალება ილუქება და მოწმობით გადაადგილდება დათვალიერების ადგილზე.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი ხორციელდება:
  • აღრიცხვის მოწმობით − სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;
  • TIR-წიგნაკის გამოყენებით − TIR-ით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანით შემოტანილი საქონელის შემთხვევაში;
  • შსს-ს ბაზაში ინფორმაციის ასახვით − მსუბუქი ავტომანქანის იმპორტის შემთხვევაში.
შემოტანილ საქონელზე დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება:

სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას რომლის საფუძველზეც გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.

თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.