ინფორმაციის განახლების თარიღი: 04 ივნისი 2013
წარსადგენი დოკუმენტაცია
საბაჟო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტები:
- სატრანსპორტო დოკუმენტი:
- საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
- საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
- საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
- სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (დედანი ან ასლი):
- საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
- სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
- ლიცენზია, ან
- ნებართვა, ან
- სერტიფიკატი;
- საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|