გაფორმების დეპარტამენტი

გეზ „თბილისი“; გეზ „ბათუმი“; გეზ „ფოთი“გეზ “აეროპორტი“; რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის რეგიონული განყოფილებები; რკინიგზით გადაადგილებული ტვირთების გაფორმების განყოფილება

„გაფორმების ეკონომიკური ზონა“ („გეზ“-ი) განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და ფოთში, აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული საშუალებებით, სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომით ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზე.
სასაქონლო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება და ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია ასევე რკინიგზით გადაადგილებული ტვირთების განყოფილებაში და რუსთავის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის და ქუთაისის რეგიონულ განყოფილებებში.
ჩვენთან ფორმდება იმპორტი, ექსპორტი, საწყობი, რეექსპორტი, დროებითი შემოტანა, საქონლის გადამუშავება შიდა ტერიტორიაზე, საქონლის გადამუშავება ტერიტორიის გარეთ, ტრანზიტი.

შესაძლებელია სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტვირთებზე დეკლარაციის შევსება და გაფორმება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ გააფორმოთ ტვირთი ელექტრონულად, გაფორმების დეპარტამენტში მოუსვლელად შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდზე დოკუმენტების ატვირთვით და გადაიხადოთ მომსახურების საფასური თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას.
ჩვენ მოგემსახურებით კვირაში 7 დღე, 24 საათის მანძილზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

გეზ „თბილისი: +99532 2262810
გეზ „აეროპორტი“:+99532 262774;
გეზ „ფოთი“ +99532 2262858
გეზ „ბათუმი“ +99532 2262755; +99532 2262756;
გეზ „ბათუმის პორტი“ +99532 2262819;
რუსთავი: +995 32 262111
თელავი: +995 32 226 23 29
ახალციხი: +995 32 226 21 28
ქუთაისი: +995 32 226 18 99
რკინიგზით გადაადგილებული ტვირთების გაფორმების განყოფილება +995 32 214 99 06