პრევენციის დეპარტამენტის დებულება

თბილისის სამმართველო

1. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორის,  ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, მცხეთა-მთიანეთის სექტორების ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;
ბ) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
გ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება;
დ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
ე) მიმდინარე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
ვ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;
ზ1) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრობიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
11. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისისა და დიდგორის,  ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, მცხეთა-მთიანეთის სექტორების თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.
2. საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;
გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
დ) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;
კ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლი – შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ლ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;
ლ1) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;
ნ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ო) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;
პ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. თბილისის სამმართველოს სამოქმედოდ განესაზღვროს შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ა) გლდანი-ნაძალადევის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ბ) დიდუბე-ჩუღურეთის სექტორის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
გ) ძველი თბილისისა და დიდგორის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონისა და დიდგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
დ) ვაკე-საბურთალოს სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე)  ისანი-სამგორის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე1)  მცხეთა-მთიანეთის სექტორის სამოქმედო ტერიტორია – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ვ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების სამოქმედო ტერიტორია – ქ. თბილისის, აგრეთვე მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.
  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №10624-ვებგვერდი, 27.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5526 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
 
ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოები

1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;
გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
დ) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილებაში წარსადგენად;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;
ლ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;
ლ1) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;
ნ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ო) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;
პ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა;
პ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლი – შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;
პ2) გადასახადის გადამხდელთათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების ადგილზე გაწევა;
პ3) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
პ4) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება;
პ5) საგადასახადო/ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
პ6) მიმდინარე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის წარდგენა;
პ7) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო ბიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. 
11. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.
2. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის,  სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის,  გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ა) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ბ) შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მუნიციპალიტეტების, ქ. ცხინვალის, ქურთას, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის, ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
გ) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯანის, ლაგოდეხის, და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
დ)  სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე)  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის და წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ვ) გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ფოთის და ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ზ) აჭარის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის და ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.