პრევენციის დეპარტამენტის დებულება

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილება 

სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება – საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.