პრევენციის დეპარტამენტის დებულება
მონიტორინგის სამმართველო
1. მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი;
ბ) ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა და მათთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება/მოხსნა.
გ1) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება საკონტროლო შესყიდვით.
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შეადგინოს საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №7082 - ვებგვერდი, 14.05.2012წ.