პრევენციის დეპარტამენტის დებულება
ანალიზის, დაგეგმვისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო
1. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი;
ბ) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
გ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება;
დ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ე) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;
ვ1) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის ასახვა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
ე) (ამოღებულია 01.09.2011, №7309)
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. მედიაციის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი პოზიციის წინასწარი განხილვის ორგანიზება;
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5526 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.