ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება

პორტალის ფუნქციებია:

ა) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ)  საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლი;
გ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზება;
ე) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასეულობათა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების,  ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსათვის მიწოდება; (19.12.2011 N 11688)
 ზ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; (19.12.2011 N 11688)
თ) დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე ან/და გაფორმების ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება პორტალის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება პორტალის თანაშრომლის თანხლებით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელების დარიცხვა–ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; (2.06.20112 N 2744)
მ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; (2.06.20112 N 2744)
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;
ო) საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; (1.11.2011 N 9743)
პ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ჟ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.
2. ამოღებულია (2.06.20112 N 2744)
3. ამ მუხლის პირველი პუქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პორტალის უფროსი ან ცვლის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. (16.01.2012 N 410)
4. საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტმა. (16.01.2012 N 410)
5. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საწყობის/ღია საწყობის/დახურული საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებში ცვლილების/დამატების შეტანასთან და ნებართვების გაუქმებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა. (16.01.2012 N 410) 

პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება (21.07.2011 N 4786)

პორტალი „თბილისის აეროპორტის“ ექსპერტიზის განყოფილება ახორციელებს:
ა) პორტალში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით;
ბ) სასაქონლო დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, გაფორმების დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის დათვალიერებას შესაბამისი აქტის გაფორმებით;
გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზას, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.