ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება

მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) პორტალების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით, პორტალებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საგადასახადო ორგანოში წარდგენისთვის გაგზავნის საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
ე) პორტალებში ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მის საფუძველზე სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება,  მათი განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;
ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზება;
ზ) პორტალებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
თ) კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;
ი) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინ-რეჟიმში მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაციის  გაწევა;
ლ) პორტალებში და საქონლის დათვალიერების ადგილებზე განხორციელებული პროცედურების თაობაზე ჩამწერი საშუალებების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
მ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
ნ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.