ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება

ანალიზისა და მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო კონტროლისა და საქონლის გაფორმების მონიტორინგი და ანალიზი;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება; (1.11.2011 N 9743)
გ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება;
ვ) ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კონტროლის პროცედურების განხორციელებისას კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების  პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება;
თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.