ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება

ლოჯისტიკის სამმართველო

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საქმისწარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;
ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ვ) ახორციელებს დეპარტამენტში საინფორმაციო საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაციას;
ზ) ამზადებს წინადადებებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარსადგენად. უზრუნველყოფს ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვას, ახორციელებს გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლს;
თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებს და მითითებებს.