გაფორმების დეპარტამენტის დებულება
ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო
1. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;
გ) არასატარიფო ღონისძიებებზე მონიტორინგი:
გ.ა) იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული მასალების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან, ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITEZ) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზირებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება;
გ.ბ) (ამოღებულია - 04.04.2012, №5630).
დ) (ამოღებულია - 16.01.2012, №410);
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი. საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ე1) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;
ე2) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) (ამოღებულია - 16.01.2012, №410);
ზ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვების მიზნით, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ზ1) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ2) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატება/გაუქმება ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
თ1) (ამოღებულია - 04.04.2012, №5630);
თ2) საფოსტო გზავნილების გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის დეკლარირების ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;
თ3) (ამოღებულია - 04.04.2012, №5630);
თ4) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი (მხოლოდ საფოსტო გაფორმებისათვის).
ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.
2. (ამოღებულია - 19.03.2012, №4128).
21. დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;
ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;
გ) ყვითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:
გ.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის, პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;
გ.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
გ.გ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
გ.დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
გ.ე) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;
დ) ვალდებულების შესრულების გარანტიებზე (საბანკო გარანტია, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;
ზ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ი) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.
3. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, რუსთავის განყოფილებების ფუნქციებია:
ა) საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:
ა.ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;
ა.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაქონლო დეკლარაციების შევსება;
ა.გ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ა.ვ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;
ბ) რეგისტრირებული დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნვეყოფა;
გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი;
დ) განყოფილებაში წარდგენილ საგადასახადო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ე1) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;
ე2) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.
4.(ამოღებულია-02.06.2011,№2744).
5. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის განყოფილებები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სასაქონლო ექსპერტიზა საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის ბრძანება №2744-ვებგვერდი,08.07.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №8123-ვებგვერდი, 30.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №9304-ვებგვერდი, 08.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №10980 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №4128 - ვებგვერდი, 23.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №5046 - ვებგვერდი, 04.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №5630 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.