მომსახურების დეპარტამენტის დებულება
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა;
ბ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;
გ) განმარტებითი მუშაობის წარმოება „ღია კარის დღის“ პრინციპით, გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
დ) გადასახადების ადმინისტრირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და პროგრამული სიახლის გადასახადის გადამხდელებამდე დაყვანა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.