მომსახურების დეპარტამენტის დებულება
ინფორმაციის დამუშავების სამმართველო ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და აღნიშნული მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ბ) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადების სახეების მიხედვით;
გ) გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს სერვისცენტრებიდან მიღებული საგადასახადო დეკლარაციების, ანგარიშგების სხვა ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; (30.12.2011 N12348)
დ) შემოსავლების სამსახურიდან და მისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, მათი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა;
ე) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;
ზ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ბაზის მონიტორინგი;
თ) გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს სერვისცენტრების მიერ გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) „გაუქმებულის“ სტატუსის მინიჭება და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის წარდგენა; (30.12.2011 N12348)
ი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე წარუდგენელი/წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და სავარაუდო დარიცხვის განხორციელება;
კ) დეკლარაციების, ანგარიშგების სხვა ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საჭიროებისამებრ დაპაკეტება;
ლ) გადასახადის გადამხდელთა საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება და მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. გადამხდელთა მოთხოვნებზე რეაგირების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისათვის;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში გადასახადის გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშზე, ან მათი დაბრუნება გადასახადის გადამხდელთათვის;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ე) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის მომზადება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. სტატისტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ბ) სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული და სხვა ფორმით მიღება და დამუშავება;
გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;
დ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და ფორმირება;
ე) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ვ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი, სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.