მომსახურების დეპარტამენტის დებულება

პირადი საგადასახადო აგენტების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაინტერესებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო აგენტის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად, დროულად, მაღალ პროფესიულ დონეზე და სრულად შესრულების ორგანიზება, კერძოდ:
ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
ა.ბ) დაინტერესებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო აგენტის უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა.
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. პირადი საგადასახადო აგენტის ფუნქციების შესრულების დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების თაობაზე, მოსარგებლეს ინფორმაცია მიეწოდება გადაწყვეტილების მიღებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე.
3. პირადი საგადასახადო აგენტების სამმართველო აგრეთვე ახორციელებს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას იმ გადასახადის გადამხდელთა მიმართ, ვისაც საგადასახადო ორგანოსთან გაფორმებული აქვს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულება.