აუდიტის დეპარტამენტის დებულება
საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელთა მიმართ დათვალიერების პროცედურის ჩატარების, აგრეთვე საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე არსებულ ობიექტებზე განსახორციელებელი საგადასახადო მონიტორინგის დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის კოორდინირება;
გ) საგადასახადო მონიტორინგის პროგრამის მომზადება, თითოეული ობიექტის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დაწყების თარიღის, ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის, საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის სახის/სახეების, საგადასახადო მონიტორინგის ტიპის, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების კონკრეტული ადგილის ან/და ეკონომიკური საქმიანობის პერიმეტრის/მოძრაობის მარშრუტისა და განრიგის განსაზღვრა;
დ) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილებზე მონაცემთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმების შემუშავება, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, ვიდეოკონტროლი, მრიცხველები, ნიშანდებები და სხვა) გამოყენებით;
ე) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას, მოპოვებული ინფორმაციის შესწავლა და შედეგების გამოყვანა, მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ადგილებზე, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში განხორცილებული შემოწმებისას გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ზოგადი ინფორმაცია შესაძლებელია მიღებული იქნეს შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისგან.