აუდიტის დეპარტამენტის დებულება
ალტერნატიული აუდიტის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) პირისათვის (აუდიტორის კანდიდატისათვის) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;
ბ) საგადასახადო კონტროლის უფლებამოსილების მქონე ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირების მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა და ამ ფორმით შესამოწმებელ გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;
გ) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
დ) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განხორციელებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების ანალიზი;
ე) ექსპერტთა ჯგუფთან ერთობლივად ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა, სიტუაციური სახელმძღვანელოების მომზადება და შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი/განხორციელებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; (11.10.2011 N 9054)
ვ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოწვევის უზრუნველყოფა;
ზ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;
თ) ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა;
ი) ალტერნატიული აუდიტის პროცესის სრულყოფის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.