დავების დეპარტამენტის დებულება

საჩივრების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ)  საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
დ) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. მედიაციის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და  „დ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებულ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.