ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: (12.03.2012 N3559)
ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
31. სამეურნეო სამმართველო, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის, აგრეთვე, ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილებების მეშვეობით. (12.03.2012 N3559)
32. სამეურნეო სამმართველოს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: (12.03.2012 N3559)
ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;
ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების შენახვა და მათი სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
33. სამეურნეო სამმართველოს ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: (12.03.2012 N3559)
ა) სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ბ) საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
გ) ავტომობილების აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.