საინფორმაციო ტექნოლოეგიების ცენტრის დებულება
ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ბ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება, სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება და დანერგვა;
გ) ტრენინგების ორგანიზება და სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის, საინფორმაციო სისტემებში შესაბამის მომხმარებელთა დაშვების უზრუნველყოფა;
დ) ახალი (მოდიფიცირებული) პროგრამული პროდუქტების საპილოტო დანერგვა და ტესტირება, საინფორმაციო სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;
ე) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
თ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის;
ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;
კ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა.