საინფორმაციო ტექნოლოეგიების ცენტრის დებულება
სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
გ) ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
დ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა. აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.