საინფორმაციო ტექნოლოეგიების ცენტრის დებულება
პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;
ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განხორციელება;
ვ) ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივების და პროცესების აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება, მათი აღრიცხვა და მართვა;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;
ი) პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორცილელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება.