ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება

ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა:
ა.ა) სამსახურში არსებული საკადრო რესურსის, სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების, ხარისხობრივი დონის, შემადგენლობისა და თანამდებობრივი გადაადგილების ანალიზი;
ა.ბ) სამსახურის სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე, სამსახურში თანამშრომელთა მოზიდვის საჭიროების პროგნოზის განსაზღვრა;
ა.გ) ამოღებულია (1.03.2012 N2796)
ბ) თანამშრომელთა შეფასება:
ბ.ა) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ბ.ბ) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა;
ბ.გ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი:
გ.ა) სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროების ანალიზის განხორციელება;
გ.ბ) სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;
დ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება:
დ.ა) სამსახურის თანამშრომელთა შრომის მოტივაციის შესწავლა, შრომის ორგანიზაციის სრულყოფა;
დ.ბ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირებისა და წახალისების ფორმების დამუშავება, შრომის ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
დ.გ) სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.