ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულება
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საკადრო საქმისწარმოება:
ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარდგინებების, დახასიათება-რეკომენდაციების, ცნობების მომზადება;
ბ.ბ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ბ.გ) მონაცემთა ერთიან ბაზაში საკადრო მონაცემთა შეტანა, სისტემატიზაცია და განახლება;
ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
ბ.ე) სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ.ვ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება, აღრიცხვა და გაცემა;
ბ.ზ) სამსახურებრივი დანიშნულების პირადნომრიანი ბეჭდების პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის და დაბრუნების აღრიცხვა.
გ) თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა:
გ.ა) სამსახურის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების გეგმის შედგენა;
გ.ბ) უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება;
გ.გ) სამსახურში თანამშრომელთა შერჩევის ეტაპებისა და ფორმების განსაზღვრა;
გ.დ) სტანდარტული სააპლიკაციო ბლანკებისა და თანამშრომელთა შერჩევის ინტერვიუს სქემის დამუშავება, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საკვალიფიკაციო ტესტების დამუშავება;
დ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;
ე) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
თ) საშტატო განრიგის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) თანამდებობრივი სარგოების ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.