აუდიტის დეპარტამენტის დებულება
შემოწმების მთავარი სამმართველო ფუნქციებია:
საგადასახადო შემოწმების №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 და №10 სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების, მათ შორის, საწარმოს რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;
ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით) – დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის, შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;
გ) განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო შემოწმების აქტების/ოქმების პროექტების შედგენა და განხილვა. სათანადო დანართებთან ერთად, მათი შესაბამისი სამმართველოსათვის გადაგზავნა ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემა;
დ) შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში (აქტის/ოქმის პროეტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს ან/და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებები) სათანადო დასკვნების ან/და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის უზრუნველყოფა;
ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება ან ამ პროცედურების ჩასატარებლად საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტისთვის მიმართვის ორგანიზება;
ვ) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;
ზ) საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სპეციალისტის მოწვევის, გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის მოთხოვნის ან/და გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამმართველოსთვის – დეპარტამენტის უფროსის/მოადგილისათვის სათანადო ბრძანების პროექტის მოსამზადებლად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;
ი) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;
კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მოპოვების მიზნით, საგადასახადო შემოწმების განხორციელება;
ლ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენის უზრუნველყოფა;
მ) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საგადასახადო შემოწმების №11 სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან და გაფორმებასთან დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; (11.10.2011 N 9054)
ბ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელება;
გ) ,,ლურჯი დერეფნით“ შერჩეული სასაქონლო დეკლარაციების მონაცემთა დამუშავება და შემდგომი პოსტაუდის განხორციელება;
დ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე გადასახადის გადამხდელთა მიმართ, საგადასახადო კონტროლის განხორციებაში მონაწილეობის მიღება;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.