საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1.ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) გაფორმების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრი, გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან
1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება
1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.
2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.
მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები
1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; სასაქონლო ოპერაციების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს;
ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას, გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტებში წარდგენილი საქონლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებებისა;
გ) საბაჟო დეკლარაციის შევსებას და სასაქონლო ოპერაციების განხორციელებას;
დ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილებში (ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში) საბაჟო კონტროლის განხორციელებას რენტგენო-სკანერის მეშვეობით, მათ ექსპლუატაციას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების ანალიზს და სათანადო რეაგირებას;
ე) საგადასახადო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვებას და დაშვების გაუქმებას;
ვ1) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატების/გაუქმების ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკურ განხორციელებას;
ზ ) (ამოღებულია - 16.01.2012, №410);
თ) (ამოღებულია - 29.08.2012, №15542);
თ1) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი (მათ შორის, დადგენილი კვოტის ზევით, რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი) ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდებას; (26.07.2012 N 12533)
ი) (ამოღებულია - 30.06.2011, №3539);
კ ) (ამოღებულია - 16.01.2012, №410);
ლ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას;
მ) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებას;
ო) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;
პ) გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვას;
ჟ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოებას;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
რ1) (ამოღებულია - 30.11.2012, №26529);
ს) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებისა და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.
4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:
ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;
გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანება №3539 -ვებგვერდი,12.07.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №9304-ვებგვერდი, 08.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №10980 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 28 მარტის ბრძანება №5046 - ვებგვერდი, 04.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №12533 - ვებგვერდი, 21.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №15542 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №20833 - ვებგვერდი, 05.11.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26529 - ვებგვერდი, 04.12.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №29459 - ვებგვერდი, 25.12.2012წ.
მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს – გაფორმების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;
დ)იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვების, გადაწყვეტილების შეჩერების და დაშვების გაუქმების თაობაზე.
დ1) (ამოღებულია - 16.01.2012, №410);
ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებს;
თ) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით , ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ - ერთი მოადგილე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №10980 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410-ვებგვერდი, 01.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №29459 - ვებგვერდი, 25.12.2012წ.
მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“;
დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“;
ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“.
ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:
ა.ა) დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;
ა.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;
ა.გ) თელავის განყოფილება;
ა.დ) ახალციხის განყოფილება;
ა.ე) ქუთაისის განყოფილება;
ა.ვ) რუსთავის განყოფილება.
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:
ბ.ა) მომსახურები ს სამმართველო;
ბ.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;
ბ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო .
გ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:
გ .ა) მომსახურების სამმართველო;გ .ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;
გ .გ) ლოჯისტიკის სამმართველო.
დ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:
დ.ა) მომსახურების სამმართველო;
დ.ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;
დ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო.
ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:
ე .ა) მომსახურების სამმართველო;
ე .ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის ბრძანება №2744-ვებგვერდი,08.07.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №8123-ვებგვერდი, 30.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №4128 - ვებგვერდი, 23.03.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №5630 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მაისის ბრძანება №7262 - ვებგვერდი, 14.05.2012წ.