საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება


შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური)საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №29564 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

 

მუხლი 2 . დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3 . დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან

1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან .

მუხლი 4 . უფლებამოსილების დელეგირება

1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.

2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.

მუხლი 5 . დეპარტამენტის ფუნქციები

1 . დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებას  ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით;

გ) საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლს ;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადებას და მოხსნას;

ე) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლს;
თ) მიკრო ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას, ფიქსიებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენას;
ი) გადასახადის გადამხდელთა მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე მონიტორინგს;
კ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას;
ლ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას;
მ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;
ნ) შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას;
ო) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებას და მიღებული ინფორმაციის განზოგადებას, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას, მათ შედარებით და კრებსით ანალიზს;
პ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზს;
ჟ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებების და მითითებების შესრულებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
12. (ამოღებულია – 11.07.2012, №11411).
2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას .
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.
4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:
ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;
გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.
5. დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №10624-ვებგვერდი, 27.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5526 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი .
4. დეპარტამენტის უფროსი , თავისი კომპეტენციის ფარგლებში :
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას , კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს მიმდინარე კონტროლის პროცედურების, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის განხილვის შედეგებზე;
ვ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების და კერძო საგადასახადო ინსპექტორის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №12348-ვებგვერდი, 25.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია :
ა) ანალიზის სამმართველო;
ბ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;
გ) მონიტორინგის სამმართველო;
დ) მიმდინარე კონტროლის სამმართველო;
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო;
ვ) ექსპერტიზის სამმართველო;
ზ) ქვემო ქართლის სამმართველო;
თ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
ი) კახეთის სამმართველო;
კ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
ლ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;
მ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველო;
ნ) აჭარის სამმართველო;
ო) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ანალიზის სამმართველო:
ა.ა) რისკის ანალიზისა და შეფასების განყოფილება;
ა.ბ) ინფორმაციის დამუშავების განყოფილება.
ბ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო:
ბ.ა) მედიაციის განყოფილება;
ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ.გ) სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილება.
გ) მონიტორინგის სამმართველო:
გ.ა) აღმოსავლეთის განყოფილება;
გ.ბ) დასავლეთის განყოფილება.
დ) მიმდინარე კონტროლის სამმართველო:
დ.ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვის განყოფილება;
დ.ბ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის განყოფილება;
დ.გ) ( - 30.11.2012, №26574);
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო:
ე.ა) დავალიანების დაფარვის ღონისძიებების განყოფილება;
ე.ბ) აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილება;
ე.გ) იძულებითი ღონისძიებების უზრუნველყოფის განყოფილება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.