საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №4. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები .

მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან

1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან .

მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება

1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება .

2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.

მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები

1 . დეპარტამენტი , თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საგადასახადო შემოწმებების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა შერჩევისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრას, რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობაში მონაწილეობას, მონიტორინგსა და ანალიზს;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობაში მონაწილეობას, მონიტორინგსა და ანალიზს;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევას, ანალიზსა და გადამოწმებას;

დ) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;

ე) გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზებას და ჩატარებას;

1) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი-სერტიფიცირებული თანამშრომლების მიერ შეფასების დასკვნების მომზადება;

2) შემოსავლების სამსახურის საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ბალანზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

ვ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო კონტროლის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წინასწარ განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;

ზ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);

თ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და ადრესატისათვის გადაცემას;

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თანხების დარიცხვას/შემცირებას;

კ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებას;

ლ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავებას;

მ) უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ - იმპორტის ოპერაციებისა და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და შესაბამის ადრესატამდე დაყვანას;

ნ ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას;

ო) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას;

პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას .

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას.

3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით:

ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით;

გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №9054-ვებგვერდი, 13.10.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5545 - ვებგვერდი, 11.04.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10535 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1 . დეპარტამენტს ხელმძღვანელობს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი .

4 . დეპარტამენტის უფროსი , თავისი კომპეტენციის ფარგლებში :

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების , საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;

ე) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების ( შემოწმების აქტების ) განხილვის შედეგებზე;

ვ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

კ) იღებს გადაწყვეტილებას თანხების დარიცხვის/შემცირების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61 -ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ლ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

მ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სფეროებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანება №6336 - ვებგვერდი, 08.05.2012წ.

მუხლი 7 . დეპარტამენტის სტრუქტურა

1 . დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია :

ა) შემოწმების მთავარი სამმართველო;

ბ) (ამოღებულია - 15.09.2011, №7960); ) ;

დ) რისკების მართვის სამმართველო;

ე) (ამოღებულია - 01.06.2012, №9178);

ვ) ხარისხის კონტროლის სამმართველო;

ზ) (ამოღებულია - 01.03.2012, №2796);

თ) საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო;

ი) მედიაციის სამმართველო;

კ) მეთოდოლოგიის სამმართველო.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) შემოწმების მთავარი სამმართველო:

ა.ა)კამერალური საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;

ა.ბ)კამერალური საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;

ა.გ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;

ა.დ)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;

ა.ე)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველო;

ა.ვ)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №4 სამმართველო;

ა.ზ)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველო;

ა.თ)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველო;

ა.ი)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველო;

ა.კ)გასვლითი საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველო;

ა.ლ)საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო;


შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №7960-ვებგვერდი, 22.09.2011წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მარტის ბრძანება №2796 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანება №9178 - ვებგვერდი, 08.06.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 18 მარტის ბრძანება №10814 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.