საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრეს-რელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზებას;

ბ) სამსახურის ვებ–გვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსებას;

გ) სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებას;

დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას, ასევე ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრის მომზადებას;

ე) სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების კვლევასა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, სამსახურსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზებას;

ვ) სამსახურის, სამსახურის ხელმძღვანელების იმიჯზე ზრუნვას;

ზ) სამსახურის, სამსახურის უფროსის რეიტინგის კვლევას;

თ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ;

ი) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას;

კ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

ლ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვებას, მათ გადარჩევასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადებას;

მ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზებას;

ნ) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადებას;

ო) პრესკონფერენციების მოწყობას;

პ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. მარკეტინგის მიმართულებით დეპარტამენტის ფუქნციებია:

ა) ორგანიზაციის ბრენდის მართვა და იმიჯზე ზრუნვა;

ბ) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა;

გ) საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა;

დ) სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს ხელმძღვანელობა (სარეკლამო კონცეპციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და სხვა მასალების შემუშავება);

ე) საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების წარმოების კოორდინირება (როგორიც არის ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ.);

ვ) მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამსახურის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვა;

თ) მომსახურების/გაფორმების სერვის ცენტრების ინტერიერის დიზაინზე ზრუნვა.

3. პიარის (Pღ) მიმართულებით დეპარტამენტის ფუქნციებია:

ა) საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტროლი და კოორდინაცია;

ბ) შემოსავლების სამსახურის იმიჯის წარმოჩენა, როგორც გარე, ასევე შიდა აუდიტორიის წინაშე;

გ) შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის გაძლიერება და განმტკიცება;

დ) პიარ კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;

ე) დიზაინერებთან და გამომცემლებთან ურთიერთობა;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შემოსავლების სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ზ) მასმედიასთან ურთიერთობის აგება და განვითარება;

თ) პრეს-რელიზებისა და საინფორმაციო წერილების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;

ი) პიარ ლიტერატურის – ფლაერების, ბუკლეტების და სხვ. შექმნა-გავრცელებაში, ასევე საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) პიარ ფაილებისა და დოკუმენტების შენახვა;

ლ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

მ) ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ტელე, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგი;

ო) ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების მიზნით, სხვადასხვა უწყებრივ პრესსამსახურებთან თანამშრომლობა;

პ) სამსახურის ვებ-გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება და რედაქტირება;

ჟ) შემოსავლების სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; 

რ) მედიატრენინგების მოწყობა და ორგანიზება.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის თანამშრომლები
დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.