ინფორმაციის განახლების თარიღი: 25 მარტი 2014

სისტემაში შესვლა

ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება აქვს შემოსავლების სამსახურში წარადგნინოს საგადასახადო დეკლარაციები, განცხადებები და საჩივრები; გამოწეროს და დაადასტუროს მასზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ნავთობის სპეციალური საგადასახადო ა/ფაქტურები, სატრანსპორტო ზედნადები; განახორციელოს თანხის გადარიცხვა, მიიღოს შემოსაველბის სამსახურიდან შეტყობინებები, მის სახელზე გამოწერილი ოქმები და ბრძანებები; მედიკამენტების და საფოსტო გზავნილების იმპორტის შემთხვევაში წარადგინოს იმპორტირებული საქონლის რეესტრი.

საბაჟო დეკლარირება

ASYCUDA WORLD ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება აქვს შეავსოსო და წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია.

ელექტრონული გადახდა

აღნიშნული სერვისის საშუალებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელმა განახორციელოს თანხის გადარიცხვა მისთვის საჭირო გადასახადში დავალიანების დასაფარავად.

განცხადების ფორმები

საშულებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში არსებული ელექტრონული განცხადებების შესახებ, განაცხადის წარსადგენად აუცილებელი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის ოდენობის თაობაზე.

ინტეგრირებული ტარიფი

სერვისის საშუალებით შესაძლებელია სასაქონლო კოდით ან საქონლის დასახელებით მიიღოთ ინფორმაცია საბაჟო ტარიფების შესახებ.

დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენს მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, უფლება გაქვთ გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

ავტო განბაჟების გამომთვლელი

სერვისის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ იმპორტირებული ავტომობილის გამოშვების წელისა და ავტომობილის ძრავის მოცულობის მიხედვით გადასახდელი თანხა (აქციზის და საბაჟო გადასახადი)

ბიზნეს რუკა

შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრების და საბაჟო გამშვები პუნქტების განთავსების შესახებ, ასევე მოძებნოთ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული საწარმოები, მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტული გადამხდელის ადგილმდებარეობის შესახებ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ მონიშნულ მონაკევთში არსებული მოსახლეობის და საქარმოო ობიეატების ოდენობის შესახებ და სხვა.

ტვირთის/ავტომობილის ძებნა

სერვისი იძლევა საშუალებას მიიღოთ ინფორმაცია ტერმინალში შემოსული სატვირთო ავტომობილის, კონტეინერის ან მეპატრპნის გვარის მიხედვით გაიგოთ ტვირთის მდგომარეობა, მოითხოვოთ შეტყობინების მიღება ელექტრონული ფოსტის ან SNS შეტყობინებით.

გადამხდელთა რეესტრი

სერვისის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების შესახებ ასევე ინფორმაცია იმის შესახებ არის თუ არა გადამხელი რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად.