ურთიერთობა მარტივია

ფიზიკური პირი

იურიდიული პირი

 

დამტკიცდა შემოსავლების სამსახურის ახალი მეთოდური მითითება

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 5 აპრილის №7630 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ“.

15.04.2024

სამშენებლო პროდუქტების განახლებული ნუსხა

2025 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში, რომლითაც სამშენებლო პროდუქტების ნუსხა (დანართი VII) ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით და დაემატა ახალი სამშენებლო პროდუქტები.

08.04.2024

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცდა სხვადასხვა საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცდა ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები შემდეგ საქონელზე: სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მაზუთი, საპოხი ზეთი, მეთილ-ტრეტ ბუტილეთინის ეთერი, ვაკუუმური გაზოილი. აღნიშნულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები დამტკიცდა სხვადასხვა პროცესებზე, კერძოდ:

03.04.2024

ცვლილება საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში (დანართი ,,დ“ - სესხების აღრიცხვა)

01.08.2023 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახვას დაექვემდებარა ეკონომიკური ან/და სამეწარმეო დანიშნულებით გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაცია

20.03.2024

ცვლილება ბაზრობის ტერიტორიაზე სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების იჯარით გაცემასთან დაკავშრებით

14.03.2024 წელს ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის მიხედვით ინსტრუქციას დაემატა 395 მუხლი

18.03.2024

ხორბლის ფქვილის, ქერისა და ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომსახურების საფასურები 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადავადდა

მიმდინარე წლის 26 თებერვალს ცვლილება შევიდა „სსიპ– შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ოქტომბრის №388 დადგენილებაში.

28.02.2024

ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ

2024 წლის 26 თებერვალს მიღებულ იქნა და 2024 წლის 29 თებერვლიდან ამოქმედდება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №2 დადგენილება,  რომლითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა საკონტეინერო მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი 1 კონტეინერისთვის განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით.

28.02.2024

ახალი ამბების გამოწერა

ახალი ამბები

13.04.2024

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავან აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

12.04.2024

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

11.04.2024

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გასული სიახლეები

საჯარო შეტყობინებები

გაცნობებთ, რომ თუ გადამხდელისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ჩაბარება ვერ ხერხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ გავრცელდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე . გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისათვის ჩაბარებულად ითვლება ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.

სრულად

სტატისტიკური

მონაცემები

შემოსავლები

ექსპორტ-იმპორტი

No Image No Image No Image

საბაჟო გამშვები

პუნქტები

პირდაპირი

ტრანსლიაცია

INFOHUB

საინფორმაციო და

მეთოდოლოგიური

ჰაბი